კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგანდაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთისმიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც,დაახლოებით, 11 ჰექტარია.როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზეაღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამისფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი იყოპრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ათეული წლებისგანმავლობაში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერ იღებდა საკუთარ ფართებს.ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით დაპირება, რომ მათაღნიშნულ პრობლემას მოვუგვარებდით – აუშენდებოდათ და საკუთრებაშიგადაეცემოდათ ბინები. ამ მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით, დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირიდავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინებისაკუთრებაში, ზოგიერთი მათგანის ბინები კი მშენებლობის პროცესშია.გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები ფართებითდასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათასმთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც,დაახლოებით, 11 ჰექტარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფართებით დამატებით 300-მდედაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.„გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტს,კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისდასაკმაყოფილებლად, გადმოსცეს არანაკლებ 24 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართითეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეგვეძლება,დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე დაზარალებული ოჯახი. მინდა, მივმართობიზნეს სექტორს, ამ პროექტებით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ გაეცნონ შესაბამის პირობებს და მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში“, – აღნიშნა
კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება