fbpx

კონკრეტული რაღაც შემომთავაზეს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ-თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” ლუდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ კონკრეტული პირობების შესრულებას სთავახობს. ამის შესახებ ჩარკვიანმა “ფორმულასთან” განაცხადა

ჩარკვიანის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენელი მასთანაც იყო მისული და გარიგების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა შესთავაზა.

“ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებებზე დადიან. ჩემთანაც იყო საუბარი ამ სამი კვირის წინ, ცოტა უფრო აქეთ. გარიგებას სთავაზობენ… ვისთვის თანხაა და ვისთვის რაღაც სხვა. შემოდით – ამაზეა საუბარი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ღირებულებებს არასდროს ვღალატობ და არც ამჯერად მიღალატია. სხვა პარტიებმა საკუთარ თავზე ისაუბრონ. მუშაობენ, რომ როგორმე ჯერ მოგსპონ და კედელთან მიგამწყვდიონ, მერე მოვიდნენ და ლაპარაკი დაგიწყონ შესვლა-არშესვლაზე. პიროვნულად ჩემს თავზე მაქვს საუბარი. კონკრეტული რაღაც შემომთავაზეს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ეს არის ჩემი ინფორმაცია”, – აცხადებს ჩარკვიანი.

ჩარკვიანი არც იმას აკონკრეტებს, თუ ვინ მივიდა მასთან მმართველი გუნდიდან შეთავაზების გასაკეთებლად.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია