fbpx

კოვიდინფიცირებული ნაცდეპუტატი ბაკურიანში გაემგზავრა

ქობულეთში იზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ოქროპირიძე ბაკურიანში გაემგზავრა.

ვირუსზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, დეპუტატი სამთო კურორტზე სამგზავრო მიკროავტობუსით გაემგზავრა. ინფორმაცია ცნობილი გახდა შსს-სთვის, რის გამოც მიკროავტობუსი ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზეა გაჩერებული.

ამ ეტაპზე ადგილზე სპეცმანქანას ელოდებიან, რითაც ინფიცირებულს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომხდარმა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია