fbpx



„კლოუნებს,, არ ვპასუხობ – გიორგი ვაშაძე

ახალი პოლიტიკური პლატფორმის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე ოპონენტების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ის კრიტიკას დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან მისთვის მთავარი აღმშენებლობის პროცესია.

„კრიტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ჩვენთვის აღმშენებლობის პროცესია მთავარი. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი გვიერთდება. რაც უფრო მეტს შემოგვიტევენ, მით უფრო მეტად გავძლიერდებით.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ თუ ეს შეტევები ერთ სამუშაო ადგილს მაინც შექმნის ქვეყანაში, მეც მზად ვარ იგივე ტიპის კინკლაობაში გადავიდე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საჭირო იყოს. პოლიტიკას სჭირდება სოლიდურობა, სერიოზულობა და არგუმენტირებული პასუხები“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ვაშაძე „ტრიბუნას“ დამფუძნებლის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ვაშაძე „ნაციონალებს“ კვოტებს სთხოვდა ფულის სანაცვლოდ“, ოპოზიციის წარმომადგენელი გვპასუხობს:

„კლოუნადაში მონაწილეობას არ ვიღებ. კლოუნებს არ ვპასუხობ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა”ტრიბუნას” დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის შესახებ განაცხადა: გიორგი ვაშაძე „ ნაციონალებს“ კვოტებს სთხოვდა ფულის სანაცვლოდ.წყარო ,,პრაიმ თაიმი,,


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია