fbpx

„კვირას“ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

“მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები დაესხნენ თავს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მომხდარი დროულად უნდა გამოიძიონ.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

„ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ. გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ.

დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები”, – ვკითხულობთ გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. ვიდეოში ისმის თავდამსხმელის გინებაც

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია