fbpx

კახი კახიშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე: იმასაც კი ვერ ფიქრობენ, რომ ასეთი უაზრო განცხადებები აღიზიანებს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან მათი მოქალაქეები


არესტოვიჩი ვერაფერს იტყოდა, ეს განცხადებები გამწვანებული რომ არ ყოფილიყო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან – ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„იმასაც კი ვერ ფიქრობენ, რომ ასეთი უაზრო განცხადებები აღიზიანებს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან მათი მოქალაქეები. ხომ შეიძლება ცოტა დიპლომატია და მეგობრობა გამოიჩინონ. ვის უნდა ვესროლოთ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს?! და რისი გულისთვის, რომ ასე უნდა არისტოვიჩს ან ზელენსკის?! ვფიქრობ, რომ დროა მიხვდნენ რომ ეს ამბავი არ გამოვა და ცოტა კონსტრუქციული რეჟიმში გადავიდეთ. ჩემი აზრით, კონკრეტული პიროვნებების მიმართ, რომლებიც ლაპარაკობენ უკრაინის ხელისუფლების სახელით უნდა იყოს საკმაოდ მკაფიო და მკვეთრი პასუხები აღმასრულებელი ხელისუფლების“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება