fbpx

კახა ოქრიაშვილმა დოკუმენტი შექმნა, რომლის მიხედვით მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შს მინისტრის კანდიდატურას

კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მან შეიმუშავა დოკუმენტი და ჩამოწერა პუნქტები, რომელმა პარტიამ ვინ უნდა დანიშნოს სხვადასხვა თანამდებობაზე. დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელსაც ის აპირებს წარუდგინოს სხვა პარტიებს, ასე გამოიყურება.

ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, წინასწარ ვთანხმდებით შემდეგზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შევქმნით კოალიციურ მთავრობას, რომელიც დაფუძნებული იქნება შემდეგ პრინციპებზე:

  1.     კოალიციურ მთავრობაში პორტფელები განაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით –  ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი.  ამ პროცენტის საფუძველზე, მთავრობის შემადგენლობის საერთო რაოდენობიდან გამოითვლება თითოეული პარტიისათვის მინისტრის პორტფელების რაოდენობა;

        ამავე დროს

  1.     კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს;
  2.     კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას; (ან სხვა კანდიდატურას, შეთანხმების საფუძველზე)
  3.     მე-3 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს წინასწარ შეთანხმებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი  პორტფელის მქონე მინისტრის კანდიდატურას; (მაგ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი)
  4.     ანალოგიურად, ზემოაღნიშნული წესების საფუძველზე, გადანაწილდება  საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების პორტფელები, გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ოპოზიციიდან;
  5.     კოალიციურ შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან განსახორციელებელი რეფორმების ერთიან ხედვებზე.

 “ქვეყნის კოალიციური მმართველობის პრეცედენტი მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეფექტიანი შეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების ჩამოყალიბების გასაძლიერებლად.” – აცხადებს ოქრიაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია