fbpx

კახა კალაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მწერდა რომ დაასახელებდა ნამდვილ მკვლელს-ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა

,,იქსნიუსის,,რედაქტორი ,ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა-

2012 წელი იყო ,ციხიდან ადვოკატის ხელით წერილი გამომიგზავნეს ,კახა კალაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მწერდა რომ მხოლოდ ჩემი იმედი ქონდა სიმართლეს გავაშუქებდი,მწერდა რომ იგი უდანაშაულო იყო და მკვლელს დაასახელებდა თუ კახა კალაძე მასთან შევიდოდა ციხეში,წერილს თავის კლასელ მიხეილ სააკაშვილსაც წერდა და ამუნათებდა თუ როგორი მეგობრები ვიყავით ,ჩვენი შვილები როგორ ერთად იზრდებოდნენ და მიშა ეს რატომ გამიკეთეოო ,მე გადავწყვიტე მასთან შესვლა,თუმცა კატეგორიულად ითხოვდა პატიმარი მხოლოდ კალაძეს ვეტყვი სიმართლესოო ,მივხვდი რომ პატიმარი ვაჭრობდა და სიმართლის თქმა კი არა ციხიდან გამოსასვლელად აკეთებდა ყველაფერს,შემდეგ იმავე ციხიდან შემომითვალეს იმ ქალბატონს უნდა თქვენთან შეხვდრა .,ვინც ქმრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს,მეც მოვყვები ჩემი ქმარი როგორ მალავდა კახა კალაძის ძმას ჩემს სახლში და იმ ამბავში ჩემი ქმრის მაღალჩინოსანი ნათესავიც გარეული იყოვო,ესეც გადავამოწმე და რა თქმუნდა სრული სიცრუე იყო,ხოდა დღეს ნოდარ მელაძის შოუს ანონსი ვნახე ,ზუსტად ის ადამიანები ყავს გამოყვანილი ვინც 8 წელი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას და ვითომდა კახა კალაძის ძმის მკვლელობის ხელახლა გახსნას! მოეშვით ადამიანის ტკივილზე მანიპულირებას ,მოეშვით ამ ადამიანის ტრაგედიაზე თამაშს.,მოასვენეთ ლევან კალაძის სული და აცადეთ კახა კალაძის დედას სიცოცხლე,ყველა ჯერზე კვდება ის ქალბატონი ,როცა ლევანს ახსენებენ,გეყოთ, ადამიანები არ ხართ?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება