კახა კალაძე ჯიმ რიშის განცხადებაზე: ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“

კახა კალაძე ჯიმ რიშის განცხადებაზე: ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“„ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარიდაუჭირა „ქართულ ოცნებას“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ისსენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშისგანცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან დაიმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს.„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხებაკონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში,ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“,მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა„არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს,რომელსაც ქადაგებს კონკრეტული ადამიანი; უთხრა „არა“ წარსულს, რომელთამხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. მათიუშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილსააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას. მერწმუნეთ, ყველაურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესებიმიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდგომიპერიოდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება