დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნაიმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებიგამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრიჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათსააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ.„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომაუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკურიპარტიების აკრძალვა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.ვიცით, თუ რა ხდებოდა თუნდაც 2008 წლის ომის დროს. ძალიან ბევრი კითხვაარსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება.რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, კარგად გვახსოვს ყველას, თურა ხდებოდა – ღამის საათებში როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებშინოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. ხაზარაძე-ჯაფარიძე მაშინპოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათსააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ. ამიტომ ყველაკითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრულიინფორმაცია ჰქონდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.