fbpx

კახა კალაძე: ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია

საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება, სადაც მთავარ როლში ლევან
ხაბეიშვილს ვიხილავთ, – თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან ლევან
ხაბეიშვილის ბოლო განცხადება შეაფასა.
თბილისის მერის თქმით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებები
სერიოზულად არ აღიქმება.
„ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია. არჩევნების მიმდინარეობისას ვთქვი, რომ მას
ვუჭერდი მხარს, დღესაც ასეა. დაველოდოთ, საინტერესო, გასართობი სცენები
გველოდება. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს“, –
განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება