„მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა,რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლებელია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს.კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების არსებობამ ნიშვნელოვანია.„ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკურ ძალების არსებობას მივესალმებით. მე დღეს ვარხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა, იმ გადმოსახედიდან, რომ მე მიყვარსჩემი სამშობლო, მინდა მისი განვითარება, წინსვლა, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ,თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ძლიერი ოპოზიციისარსებობა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოსძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლოადამიანების დაჯგუფება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ქვეყნის მომავალ პრეზიდენტსა და მისიარჩევის კრიტერიუმებზე, კახა კალაძის თქმით, ის უნდა იყოს პატრიოტი,პატიოსანი და არ უნდა ატარებდეს უცხო ძალების ინტერესებს.„ჩვენ ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს საპრეზიდენტოკანდიდატურას. პირველ რიგში, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი,პატიოსანი, არ უნდა იმართებოდეს გარე ძალებისგან, არ უნდა ასრულებდეს უცხოქვეყნის წარმომადგენლების დავალებებს. ის უნდა იცავდეს საქართველოს დაქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.