„ცოტა „გაექცა“ ელისაშვილს, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიცპირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა, ალეკო ელისაშვილმა გააცნოსაზოგადოებას. ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვინ როგორ მოქმედებს და როგორხდება გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში ამკონკრეტული მოსამართლის შემთხვევაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას ალეკო ელისაშვილის მიერმოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების წინასწარ გაჟღერებისთაობაზე ჰკითხეს.თბილისის მერის თქმით, დღეს ოპოზიცია სასოწარკვეთილ მდგომარეობაშიიმყოფება და პოლიტიკური შოუების მოწყობით არის დაკავებული.„ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, რასაც ვხედავთ. ამ ადამიანებს როგორმეუნდათ, რომ სახე შეინარჩუნონ თავიანთ ამომრჩევლებთან, ჯერ ხომ მთელისაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ, ცრუ კამპანია ჰქონდათ -ვიგებთ, ვიგებთო, აზეიმეს ამ ხალხს გამარჯვება და რეალურად ჩვენ როდიდანმოყოლებული ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა დამაჯერებლადდა ამისი თქმის საფუძველს ქმნიდა ხალხის განწყობა. მე ასეთი განწყობა არმახსოვს 2012 წლიდან მოყოლებული, როგორიც იყო ამ არჩევნებზე. შესაბამისად, ისგანცხადებები და ქმედებები, რასაც ვხედავთ გამოწვეულია იმით, რომ არიანსასოწარკვეთილები და იმ რეალურ მდგომარეობაში, რასაც იმსახურებენ და რაცმათი ბუნებრივი მოცემულობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.