fbpx

კახა კალაძე-ჩვენ ყველას გვესმის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ არ შეგვეშინდეს…

„სამწუხაროდ, იმდენად შეცვლილია მდგომარეობა- რა იყო ერთი თვის წინ და რა ხდება ახლა, იმდენად შეიცვალა პრიორიტეტები, რომ შეუძლებელია, ახლა ვისაუბროთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რაც დაგეგმილი გვქონდა. ბევრ პროექტზე უკვე ტენდერიც იყო გამოცხადებული და, სამწუხაროდ, მოგვიწევს მათზე უარის თქმა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება. პრიორიტეტები შეცვლილია და დღეს მოსახლეობას სჭირდება ყველაზე მეტი მხარდაჭერა და თანადგომა. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რასაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, შემდეგ გვექნება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი და ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც უმძიმესია, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებას, ბიზნესსექტორს იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ერთმანეთის თანადგომით და ხელშეწყობით შევძლოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენ ყველას გვესმის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ არ შეგვეშინდეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, რაც მთავარია, ჩვენს ქალაქში დაბრუნდეს ის სიცოცხლე, რაც რამდენიმე თვის წინ იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება