კახა კალაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა,მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ

„პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არამხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგარის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.„ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღესგაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანადმოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ.ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა დამივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაცთავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდამოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამესშეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც,ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის შესახებ რიტორიკა შეცვალეს, კახაკალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.„ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნისგარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანააინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით ვინ არიან ისინი და საიდანიმართებიან. ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადებამოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ.ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქისმერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება