დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე კერძო ავტომანქანების გაჩერება
აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ხშირია. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა
და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გააჩერონ ავტომანქანები ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დგომა აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამის
ზომებს მიიღებს და სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია განხორციელდება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ნებისმიერი დიდი
ინფრასტრუქტურული ცვლილების დროს, ქუჩებსა თუ გამზირებზე ვცდილობთ, დიზაინი მორგებული იყოს ფეხით მოსიარულეთა საჭიროებაზე, ეკო-მეგობრულ
ტრანსპორტზე და საავტობუსო პრიორიტეტზე. ნებისმიერ ქალაქში, ისევე, როგორც თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ შედგება მხოლოდ ავტობუსებისგან.
სწორედ ამიტომ, ავტოპარკის სრულად განახლების პარალელურად, მიმდინარეობს გადასაჯდომი კვანძების და დიდი სატრანსპორტო ნაკადების მიმღები ქუჩების
დიზაინების იმგვარი ცვლილება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს არა მხოლოდ ყველაზე კომფორტული, არამედ უსაფრთხო და სწრაფი. ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართულობა და ხარისხი. თბილისის
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დადგენილია ავტობუსის 2 450 გაჩერება. თითოეული მათგანი გამოყოფილია შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო
მონიშვნით. 1 006 მათგანი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ზომის მოსაცდელით“, აღნიშნა თბილისის მერმა. მისი თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე ავტომანქანის დაპარკინგება ხელს უშლის
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მგზავრებს შეუფერხებლად გადაადგილებაში „მინდა, ყველას შევახსენო, რომ გაჩერების ტერიტორიაზე კერძო ავტომობილის
გაჩერება აკრძალულია. აკრძალვა, გარდა უსაფრთხოების ელემენტარული საჭიროებისა, გამომდინარეობს ჩვენი ზემოხსენებული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნიდან – მგზავრების
გადაადგილება გახდეს შეუფერხებელი და კომფორტული . ამრიგად, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს. ეს იწვევს პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და მგზავრებისთვის. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა, შემოდის უკმაყოფილო მოქალაქეების წერილები და ჩვენ ასეთი ავტომანქანების ევაკუირებას ვახდენთ. ჩემი თხოვნაა, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს“, – გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპლიკაციაში სრულ ფუნქციონალზე
წვდომისთვის ID ბარათით ავთენტიფიკაცია არის სავალდებულო. ზემოაღნიშნული მონაცემების და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ, იმ პირებს,
რომელთაც არ აქვთ გადაადგილების საშუალება ან არ ჰყავთ შესაბამისი პირი, ვინც შეძლებს მათ წარმომადგენლობას, შშმ პირის საცნობი ნიშნის გატანის ფორმად
შეუძლიათ მონიშნონ მისამართზე მიტანის სერვისი, რის შემდეგაც მის მიერვე მითითებულ მისამართზე შეძლებს საცნობი ნიშნის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პარკირების ადგილის გამოყენების დროს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე არ იქნება განთავსებული საცნობი
ნიშანი, ვერ მოხდება იდენტიფიცირება, რომ უფლებამოსილი პირი იყენებს პარკირების სპეციალურ ადგილს. შესაბამისად, განხორციელდება მისი დაჯარიმება და ავტომობილის ევაკუაცია.