„საინტერესო არ არის, ვინ იქნება სიაში გახარიასთან ან „ნაციონალურ
მოძრაობასთან“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას
ოპოზიციური პარტიების სიებში ზოგიერთ ცვლილებასთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამ პარტიების მიზანი საარჩევნო ბარიერთან
მიახლოებაა.
„ესენია პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე
მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება
ერთი, მეორე თუ მესამე“, – განაცხადა კახა კალაძემ.