„პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგიუნდა გამოიყენო“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოსყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტოთანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რათანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადიკეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო,მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრებიიყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან დაშემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, – აღნიშნა თბილისისმერმა.