კახა კალაძე: რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?

თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვისარავითარი საფუძველი არ არსებობს.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის მხრიდანმოსალოდნელი სანქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია,რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინაივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს,საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამითდაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი, მცირე დასაშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია. ისეთიუსამართლობები ხდება მსოფლიოში, წარმოუდგენელია. თუმცა, ვფიქრობ დამინდა მჯეროდეს იმის, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდებადა ყველაფერი დაუბრუნდება სამართლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მათ ვერანაირი განმარტება ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით,თუ რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი.„ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს და ქვეყნისინტერესების დაცვას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტება და კიდევ გავიმეორებ,ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. არავისმივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოსსხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით დაზიანდეს ჩვენიქვეყანა და მისი მოსახლეობა. ზოგიერთმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმაახლა გაიგო, რომ მოატყუეს ისინი, უბედურებაში აცხოვრეს, ახლაც უბედურებახდება იმ ქვეყანაში და დღეს გაიგო თურმე, რომ მოტყუებულია და ძალიან მძიმემდგომარეობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება