fbpx

კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ვის რა უნდა შესთავაზონ ადამიანებმა,რომლებიც ზეიმობდნენ ომის დაწყებას ქვეყანაში,რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო

„რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო, ტრენინგები, აკერმანის წიგნი – ეს ყველაფერიმთლიანად კომპლექსურია და ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. მათი მთავარიმიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ“, – ამისშესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მასმაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზე ჰკითხეს, არის თუ არა ეს ანგარიშისახელმძღვანელო დოკუმენტი ოპოზიციისთვის.კახა კალაძის თქმით, ქართული რადიკალური ოპოზიცია დღეს სრულად გარედანიმართება და მისი წარმომადგენლები გარე ძალების პოლიტიკური მითითებებისუსიტყვო შემსრულებლებს წარმოადგენენ.მისივე თქმით, რადიკალი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის წინააღმდეგგადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს კანონისავე ფარგლებში სათანადო პასუხიგაეცემა.„როგორ წარმოგიდგენიათ ეს რადიკალური ოპოზიცია, ერთი შეხვედრა არჩაუტარებიათ, ან ვისთან უნდა მივიდნენ, ან ვის რა უნდა შესთავაზონადამიანებმა, რომლებიც ზეიმობდნენ ომის დაწყებას ქვეყანაში, რომ მეორეფრონტი გახსნილიყო. ესენი ყველანი ერთნი არიან და ვიცით, როგორ იმართებიანყველანი გარედან. ესენი უბრალოდ შემსრულებლები არიან, რასაც ეტყვიან, თავშიწამოარტყამენ, იმას აკეთებენ. იმის უფლებაც კი არ აქვთ, შეკითხვა დასვან -რატომ? შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ავართ, ყველაფერი ვიცით, რისიგაკეთებაც უნდათ, მაგრამ კანონის ფარგლებში ყველა სიბინძურესა და ბოროტებას,ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახაკალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება