„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, – ასეპასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალი მოწვევისპარლამენტის სხდომის მომდევნო კვირაში ჩანიშვნის შესახებ.„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებსმუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს,მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომსაზოგადოება უფრო და უფრო რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანიგააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაშისიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მერიპასუხობს, რომ ამის განსაზღვრა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.„რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გააკეთებს განცხადებას, წარუდგენს პარლამენტს მთავრობისშემადგენლობას, ეს პირდაპირ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა და დაველოდოთ,რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით“, -განაცხადა კახა კალაძემ.