თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომთვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომაც ამას ფუთავენპოლიტიკური ნიშნით, რომ არ მიიღებენ მასში მონაწილეობას.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდგანუცხადა.„რეალურად ხდება ის, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ გვყავს, ოპოზიციისსახით. გვყავს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც უბრალოდ მითითებებსასრულებს. მათ არც 2024 წლის არჩევნები აინტერესებდათ. აბა, თქვენ როგორწარმოგიდგენიათ, პოლიტიკური პარტია, რომელიც იღებს არჩევნებშიმონაწილეობას და აინტერესებს არჩევნები და ქვეყნის ბედი, არ გადიოდეს და არელაპარაკებოდეს ხალხს. ხომ წარმოუდგენელია? ნონსენსია. ისე დამთავრდაარჩევნები, სარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა,ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ეს ადამიანები არიან უბრალოდ დავალებისშემსრულებლები და მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე ქვეყანაში მოახდინონსახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და ასე შემდეგ,გამოიყენონ ადამიანები თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც მოხდარამდენიმე თვის წინ, აქციების დროს – ძალადობრივი დაჯგუფებები წინგაუშვებდნენ ამ ახალგაზრდებს და თვითონ ხან ცხელ ჩაის სვამდნენ, ხან ყავასმიირთმევდნენ. ეს იყო რეალობა.თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ისინი დარწმუნებულები არიან, რომგანწირულები არიან მარცხისთვის, მათ არანაირი შანსი არ აქვს, რომ რომელიმერაიონში, რომელიმე მუნიციპალიტეტში მიაღწიონ რაიმე სახის წარმატებას. ამასფუთავენ პოლიტიკური ნიშნით, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა კახაკალაძემ.მისივე თქმით, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებადაწყებული აქვს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ხედვასსამომავლო გეგმების შესახებ.