კახა კალაძე: ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ

დედაქალაქის მერის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინპარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ. ამის შესახებ მანმედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულიგანცხადების კომენტირებისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზეთავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული.„ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგანკონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებსახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით -პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული დაგარედან დაფინანსებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება