თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსმხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლისთანახმად პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.„სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, რეალურად მას არც ქვეყანააინტერესებს, არც ქვეყნის ბედი. რა იქნება საქართველოში, ამის ინტერესისაერთოდ არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა,შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი“, – განაცხადა კახაკალაძემ.რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილსარჩელს, თბილისის მერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტიარ გააჩნია.„ეს ჩვეულებრივი სისულელეებია. ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ.თუკი მართლა რაიმე იყო არასწორად გაკეთებული, თუკი ვინმემ არჩევნებიგააყალბა, როგორც თვითონ ამბობენ, ერთი ფაქტი წარმოადგინონ, ხომ შეიძლება?მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ მიმდინარეობს ესსპეკულაციური განცხადებები, რომელიც გაჯერებულია სიცრუით“, – აღნიშნა მან.კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიზანი ქვეყნის იმიჯისთვის ზიანისმიყენებაა.„მიზანი არის მარტივი – როგორმე დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. ის არის გავლენებისქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები და რასაც უბრძანებენ, იმასაკეთებს. როდესაც ხარ აგენტი, სხვა გამოსავალი არ გაქვს – რასაც გეტყვიან, ისუნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც არ გაქვს. აი, დღეს ამ რადიკალებისსახით ვხედავთ მოღალატეებს, აგენტურას, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ“, -განაცხადა კახა კალაძემ.