fbpx

კახა კალაძე გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე: არ ვიცი, რა ესაქმება პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში

„გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება,რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ“, – ამის შესახებ დედაქალაქისმერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძისშესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში რატომ არისჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.„არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორისმოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაცცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება.უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორიპოლიტიკური პარტია. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არც მოსწონთ.რეალურად ერთმანეთს მსოფლმხედველობითაც აცდენილები არიან – ერთი„თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე – „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება,უბრალოდ ორივე მათგანის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემააქვს, დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან. სურვილი აქვთ, რომ ამგაერთიანებით, როგორმე ბარიერი გადალახონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება