fbpx

კახა კალაძე აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების აკრძალვაზე: აღნიშნულიკანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს ვიგონებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი, რომელიც მოქალაქეებსაქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების გამოყენებას უკრძალავს, ყველა ევროპულქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კანონმდებლობისგადმოტანას გეგმავს.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თავისი პროტესტი მშვიდობიანიფორმით გამოხატოს და ამისთვის სახის დამალვა საჭირო არ არის.„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ამ ტიპის კანონი. ჩვენვნახეთ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ნიღბიანი ადამიანების მხრიდანხდებოდა სამართალდარღვევა და ეს იყო ძალიან მძიმე, „მოლოტოვისკოქტეილების“ სროლით დაწყებული, მძიმე საგნებსა და სიტყვიერდაპირისპირებაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან უფრო მძიმე კონკრეტული ფაქტებიიყო. შენ როცა მიდიხარ რაღაცის გასაპროტესტებლად, თუ სახეს იმალავ და ნიღბითმიდიხარ, გამოდის, რომ წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები.შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ საკითხთანდაკავშირებით და ეს გავაპროტესტო მშვიდობიანად. რა არის ამაში ცუდი ანრატომაა პრობლემა? ყველას ერთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთანდაკავშირებით ვერ გვექნება.შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი და ყველას უნდა გვქონდეს მისი მიმღებლობა,ცივილურად, ნორმალურად, როგორც ეს დემოკრატიულ, განვითარებულქვეყნებშია. აღნიშნული კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი,ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია. ჩვენ რაღაც ახალს და განსხვავებულსარაფერს ვიგონებთ. შეგიძლიათ ნახოთ, აღნიშნული კანონები როგორ მოქმედებსსხვადასხვა ევროპულ ქალაქებში. იმავეს გადმოტანა ხდება საქართველოში“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება