fbpx

კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემებზე: ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს

„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე“, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში.

„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როცა თეთრზე გეუბნებიან თეთრს და ნაცარს არ გაყრიან თვალებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს.

„სიმართლე არის ერთი – საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით არის გაცილებით წინ, ვიდრე ის ქვეყნები – თუნდაც მოლდოვა, უკრაინა, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველო დაჩაგრეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღესაც ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წინ და მზადაა იმისთვის, რომ ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის მთლიანად შესრულებული იყოს; ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, თუმცა აქაც მგონია, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი, რასაც ვხედავთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება