fbpx

კახა კალაძე – ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, კობახიძე-გახარიასთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა  და პარტიის სხვა ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმაპოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“განაცხადა კახა კალაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება