კახა კალაძე:რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება,ვინც თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის ვუშვებთ

„როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებგადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივმოვალეობას შესაბამის დონეზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანისაუბრა, სადაც ის შეეხო თბილისის მერიიდან გათავისუფლებულითანამშრომლების საკითხს.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თანამშრომლებისამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მერიაში ამჟამადაცმუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებააქვთ.„ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ.ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრიადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდახელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება – როდესაც შენსთანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას,გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამისდონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ დაახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერესპეტიციას, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება