fbpx

კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას
პატივი მიაგო.
დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია “ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა
რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს
ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის
სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და
ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, –
განაცხადა კახა კალაძემ.
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება