fbpx

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ ამ თანადგომას კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით და მეტი ზრუნვით უპასუხებს.

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა.  ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წინასაარჩევნო შეხვედრა კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზში გაიმართა და მას სპორტის სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიდაესწრნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია