კახა კალაძე:ევროკავშირის მინისტერიალისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლოგადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერგანსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდიიმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს – რეალურადიქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში.ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ადრე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ არსებობენ ძალები,რომლებსაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.„ეს უდიდესი პრობლემაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ და ორგანიზებულ განცხადებებს. მათი მთავარი მიზანი დასურვილი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა, რათათავიანთი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში, რომელიც რასაც დაავალებდნენ,იმას გააკეთებდა და ქვეყანა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რაც უმძიმესი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული დამოკიდებულება იქნება და ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანიაჩვენთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება