fbpx

კათოლიკოს-პატრიარქისთვის PCR ტესტის ჩატარების საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის PCR ტესტის ჩატარების საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

“მაგ გადაწყვეტილებას იღებს საპატრიარქო”, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მისი რეკომენდაცია საპატრიარქოს უკვე შეატყობინა, თუმცა ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, – “ჩემი რეკომენდაცია მე უკვე მოვახსენე გუშინ საპატრიარქოს და ამის შესახებ ღია ეთერში არ ვსაუბრობ”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქისთვის ტესტირების ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თეთრუაშვილს დაავადება უსიმპტომო ფორმით სჭირს და შესაბამისად, თავს კარგად გრძნობს

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია