fbpx

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის.
მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს
დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ
შესარჩევი კონკურსის პირობებს.
ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები:
➢ რეგისტრაცია;
➢ გამოცდები: ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და მათემატიკა;
➢ სამედიცინო შემოწმება.
რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე, მათი ჩატარების ფორმის შესახებ ინფორმაცია,
2021 წლის ივნისში, ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მოსწავლეთა მიღების
შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3bGG3Jp
ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში
მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება