fbpx

,,იქსნიუსის,, ექსკლუზივი-გაეროს გენერალური ანსამბლეის რეზოლუცია

,,იქსნიუსნმა, მოიპოვა ექსკლუზიური მასალა -როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს საგანგებო და სრულეუფლებიანი ელჩი ბატონი კახა იმნაძე “ტვიტერზე” იუწყება ..-

მიმდინარე წლის 25 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ სახელწოდებით- Global Media and Information Literacy Week. რეზოლუციის მიღებით დაწესდა მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეულის ყოველ წლიურად აღნიშვნა 26-31 ოქტომბრის პერიოდში. საქართველო სხვდასხვა ქვეყნებთან ერთად არის აღნიშნული რეზოლუციის ტექსტის თანაავტორი და რეზოლუციის მთავარი სპონსორი. რეზოლუცია გაერო-ს წევრმა 96-მა სახელმწიფომ დაასპონსორა. საქართველოს მხრიდან რეზოლუციის ინიციატორ ქვეყნებს შორის ყოფნა ხაზს უსვამს საქართველოსთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და მედია თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას. რეზოლუცია ეხება მეტად აქტუალურ თემას, როგორიც არის არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლა , საუბარია სოციალური ქსელების როლზე ამ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით.რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, რათა მოქალაქეებს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ჰქონდეთ მიღებული ინფორმაციის სწორად შეფასების უნარები. ასევე აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია