fbpx

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს

ისნის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშბილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისიუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დაკავებულებს აღკვეთის ღონსიძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, დაცვის მხარემ ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი გირაოს გამოყენება შესთავაზა. ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება