fbpx

ისნის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ
დამატებით, 58 ოჯახს დაუკანონდა. ისნის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში
მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის
მერმა, კახა კალაძემ გადასცა.
თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და
განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
„საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დღეს 58 ოჯახს გადავეცით. ძალიან
მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც 2017 წლიდან ვახორციელებთ. ბევრ
ადამიანს დავეხმარეთ, არაერთი ოჯახი გავახარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ
მივმართო მოქალაქეებს, თუ გაქვთ პრობლემა საცხოვრებელი ფართის
დაკანონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის
გამგეობას, სადაც დეტალურად აგიხსნიან, თუ რა დოკუმენტებია საჭირო
იმისთვის, რომ შემდეგ მერიაში გადმოიგზავნოს და შესაბამისი ღონისძიებები
გატარდეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ოჯახებს. ამ წარმატებულ პროგრამას
აუცილებლად განვაგრძობთ და ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით“, –
განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა.
გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია
შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად
მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს
წარმომადგენლები, ისნისა და მთაწმინდის გამგებლები – ნიკა ელისაშვილი და
დავით კირკიტაძე, ასევე, ისნისა და კრწანისის რაიონების მაჟორიტარი
დეპუტატები იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება