fbpx

ისეთი ძალები გვაკრიტიკებენ, მათი მართული კრიზისი არავის ახსოვს-ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლა დანის პირზე გავლას ჰგავს. მისივე განმარტებით, მთავარია ოქროს შუალედის დაცვა, რომ არც ეკონომიკა და არც საზოგადოება არ დაზარალდეს.”

როგორც თურნავამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, შეზღუდვებმა საშუალება მისცათ მეორე ტალღა კონტროლქვეშ აეყვანათ.

„ეს ყველა დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ჩვენ გავაცანით საზოგადოებას, რაც იმედის მომცემია ეკონომიკის აღდგენისთვის, იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენმა სამთავრობო და ეპიდემიოლოგიურმა გუნდმა დროულად მივიღეთ შეზღუდვების გადაწყვეტილება.

ამ შეზღუდვებმა საშუალება მოგვცა კონტროლქვეშ აგვეყვანა მეორე ტალღა, რომელიც სამწუხაროდ არ აგვცდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლები არიან, რომ ისაუბრონ სხვდასხვა ასპექტზე და კონსტიტუციურობაზე, მაგრამ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანების მთავარი ინტერესების დასაცავად, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად.

მთავრობა ცდილობს ოქროს შუალედი მოძებნოს და ეკონომიკა ძალიან არ დაზარალდეს. მთავარი ამოცანაა, რომ პანდემია შევაკაოთ მანამ სანამ, საბოლოოდ დავამარცხებთ, აქედან გამომდინარე ვეძებთ ბალანსს.

კაცობრიობამ კორონავირუსთან ბრძოლის უფრო მეტად ქმედითი ხერხი ჯერჯერობით ვერ მოიფიქრა, ვაქცინაცია არის მაგრამ აქამდე პერიოდულ ჩაკეტვებს ყველა ქვეყანა მიმართავს. ვინ გვაკრიტიკებს? ისეთი ძალები გვაკრიტიკებენ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და მათი კარგად მართული კრიზისი არავის ახსოვს.

ჩვენ დღემდე ვახერხებთ დანის წვერზე გავიაროთ და ბალანსი დავიცვათ. ამ სიტუაციაში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ დღევანდელი დღე იყო პოზიტიური, რადგან დამაიმედებელი ძვრების იმედი გაჩნდა,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება