ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არჩევის შემდგომ, მე მომიწევს ზუგდიდის მაჟორიტარობის დატოვება. მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, რა თანამდებობა მეკავება, როგორ ვიშრომებ ჩვენი სახელმწიფოსთვის და რომელ საჯარო სექტორში ვიქნები, ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდამა ჩიქოვანმა.