fbpx



ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მივიდა.

როგორც ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. მინისტრის თქმით, დღეს პოლიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა რეალურად დაამტკიცონ, სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა.

„საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მეორე ტური მშვიდ პროცესებში მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია