fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან

ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან

ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა.

„ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, -წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია