fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი-დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა,
მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

“დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება