fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ქვეყანაში  რეალური დემოკრატიაა; თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას

ეს თემა იმდენად დახურული და აბსურდულია, რომ მე ძალიან მიჭირს, რაღაც სერიოზული კომენტარი გავაკეთო. როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე, გვარს მნიშვნელობა არ აქვს,  ვიღაც გველაპარაკება და გადაიყვანეთ საზღვარგარეთ. რატომ, ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია და თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას.

„ხალხს ნუ ელაპარაკებით ტყუილს, თქვენი ტყუილი 9 წელი ხალხმა დაითმინა, დაითმინა ათასი უსამართლობა, ჩაგვრა, გაუპატიურება, კვლა და თქვენ წარმოადგენთ სააკაშვილის პარტიას.

ანტიდასავლური იყო ყველა ის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩაიდინა თქვენი ბელადის მთავრობამ. ყველაფერი, რაც ხდებოდა, იყო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიჰუმანური.

დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია. თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას.

ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული გავხდეთ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში“, –  აღნიშნა პრემიერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება