fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. 

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს  პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

“დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო. 

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. 

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება