fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი,,ენკას,, დამფუძნებელს პირადად შეხვდება და გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში გაერკვევა

მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოს ნამახვანჰესის განმახორციელებელი კომპანიის – ენკას დამფუძნებელი ეწვევა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინვესტორს პირადად შეხვდება და გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში გაერკვევა.

„ჩემი პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით არის შემდეგი – ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება. პროტესტის მონაწილეებს შევთავაზეთ შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ამის, პირადი წარმომადგენელიც ჩავრთე და გუბერნატორიც. სამინისტროებიც იყვნენ ჩართული. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა დეტალს, ეფექტებს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დავავალე, რომ კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მოხდეს შესწავლა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. კითხვები არ უნდა არსებობდეს. მე თავად ვარ ჩართული და გავერკვევი, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება