fbpx

ირაკლი ლატარია: 2011 წელს, ჯონ ბასმა თქვა, რომ 26 მაისის აქციის დარბევა იყო ლეგიტიმური და ლამის სახურავზე ნაპოვნ მოკლულ ადამიანებს დააბრალა მთელი პროცესი – ახლა გინდათ, მისი რომელიმე განცხადება ობიექტურად მივიჩნიო?

ექსპერტი ირაკლი ლატარია, ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის, განცხადებას, სადაც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს.

ლატარია იხსენებს 2011 წლის 26 მაისს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ აქციის დარბევის შემდეგ ბასის განცხადებას და აღნიშნავს, რომ აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა ლეგიტიმურად ცნო მომიტინგეების დაშლა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

“2011 წელს, ჯონ ბასმა თქვა, რომ 26 მაისის აქციის დარბევა იყო ლეგიტიმური და ლამის სახურავზე ნაპოვნ მოკლულ ადამიანებს დააბრალა მთელი ეგ პროცესი და ახლა გინდათ, რომ მაგ კაცის რომელიმე  განცხადება მივიჩნიო ობიექტურად?!!!” – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება