fbpx

ირაკლი ლატარია ირაკლი ოქრუაშვილზე: ახლაც დაიწყო რუსული საქმის კეთება და მეორე ფრონტის გახსნისთვის რუსებისთვის საბაბის მიცემა

ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსს. “ეს ბიჭი ყოველთვის რუსების საქმეს აკეთებდა..ჯერ იყო და თავდაცვის მინისტრობის დროს’, რუსები ფეკალიებს სვავენო და ახალ წელს შევხვდები ცხინვალშიო – იბლატავა და გაქრა ამის მერე და როგორც გაქრა ყველას გახსოვთ!!! ეს იყო პროვოკაცია და რუსებისთვის საქმის კეთება. შემდეგ იყო და ამერიკის საელჩოს აგინებდა პირდაპირ რუსების დაკვეთით და ეს ყველაფერი საჯაროდ და ღიად ხდებოდა…უკრაინაშიც რომ წავიდა საომრად, მხოლოდ ოქრუაშვილი რთავდა “ლაივებს” და ყველა მებრძოლის სახელსა და გვარებს აფიქსირებდა და ამავე დროს იმ წერტილებსაც6, სადაც იმყოფებოდნენ. ახლაც დაიწყო რუსული საქმის კეთება და მეორე ფრონტის გახსნისთვის რუსებისთვის საბაბების მიცემა!!! ეს და ელენე ხოშტარია ერთი და იგივე რუსული აგენტურაა, რომლებიც ,,რუსეთი ოკუპანტიას” კამპანიისთვის, რუსული რუბლებით ჯილდოვდებიან. ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!”- წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება