fbpx

ირაკლი ლატარია: ევროკავშირის კანდიდატობის თემა, ამერიკელებმა ისე განავითარეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ყოველგვარი სამართლიანი ლოგიკის წინააღმდეგ, სტატუსი მისცეს უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ არა საქართველოს

,,დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაგრამ მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც შინაგანად გაქვს ამ ყველაფრის მოლოდინი და უცბად იღებ იმას, რომ ღირსი არ ვართ,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

როგორც ლატარია წერს, ევროპამ, რა თქმა უნდა, ჩვენზე კარგად იცის თუ ვინ ჭირდებათ, მაგრამ ჩვენც ხომ ევროპაზე მეტი ვიცით, თუ ვინ გვჭირდება – ჩვენ?!

,,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საკმაოდ არაობიექტურად და ყოველგვარი სამართლიანობის, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, უკრაინასა და მოლდოვას მხარი დაუჭირა, საქართველოს კი – არა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაგრამ მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც შინაგანად გაქვს ამ ყველაფრის მოლოდინი და უცბად იღებ იმას, რომ ღირსი არ ვართ.

არ ვიცი, ევროპამ, რა თქმა უნდა, ჩვენზე კარგად იცის თუ ვინ ჭირდებათ, მაგრამ ჩვენც ხომ ევროპაზე მეტი ვიცით, თუ ვინ გვჭირდება – ჩვენ?!

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით იმ ოჯახის წევრები, სადაც ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ არამც და არამც, კვლავ ომისა და უდიდესის სისხლისღვრის ხარჯზე.

,,კვლავ” იმიტომ ვწერ, რომ საქართველო არაერთი წელია იბრძვის თავისუფლებისა და სიმტკიცისაკენ.

საქართველომ, არაერთი საკუთარი მოქალაქის სისხლი დაღვარა საკუთარი მიწის დასაცავად. საქართველო ყოველთვის იყო იქ, სადაც სიკეთე ებრძოდა ბოროტებას, მაგრამ ამდენი წლის ბრძოლის, გაჭირვებისა და ვარამის მიუხედავად, თუ კვლავ ჩვენ აღმოვჩნდებოდით კითხვის ნიშნის ქვეშ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და რაც ყველაზე მეტად უსიამოვნოა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი იმავე აზრზე იქნებოდა, რაზეც დღეს ევროპაა.. მაგრამ არაუშავს, ჩვენ მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არამხოლოდ ევროპა, მთელი მსოფლიო დაინახავს თუ რას შეიძენს ევროკავშირი ჩვენი სახით და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ იმაზე მეტად ვიამაყებთ ჩვენი თავით, ვიდრე – ოდესმე!!!

წარმატება ჩემს ქვეყანას, წარმატება ჩემს ხალხს, წარმატება – ევროპას!“ წერს ლატარია Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია