fbpx

ირაკლი კობახიძე –  26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული  საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების  წელიწადი

26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე.

„კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა, გამოვეხმაურო, ეს არის მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური პატარა გამოხტომა, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა,რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი-დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება. მესმის, რომ არავის მოსწონს გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა არ არის კომფორტული, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. მინდა ბატონ მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო თავისუფალი იქნება ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება