fbpx

ირაკლი კობახიძე – წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ სარგებლობს თავისუფლად მიმოსვლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში

წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ არის, რომ კეზერაშვილი, რომელიც ძებნაშია, მიმალულია, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას საქართველოში გაძარცვული ყავს ბიზნესმენები, ჯარი და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისი თქმით, ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ არის, რომ კეზერაშვილი, რომელიც ძებნაშია, მიმალულია, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას საქართველოში გაძარცვული ყავს ბიზნესმენები, ჯარი და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით, რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია. ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კეზერაშვილი ზოგადად ცნობილია წარუმატებელი ინვესტიციებით.

„მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“ ერთპროცენტიანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ძალიან კარგიც არის ეს, იმიტომ, რომ თავისივე მოპარული ფული საბოლოო ჯამში ბრუნდება საქართველოში. ვერც შედეგს აღწევს ამ ყველაფრით და ჯარისგან მოპარული ფული, ბიზნესისგან ნაძარცვი ფული ბრუნდება საქართველოში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება